lttravel.ge სრული ტურისტული მომსახურება

რა არის ავიაბილეთების კალენდარი?

ეს არის ჭკვიანი ინსტრუმენტი, რომელსაც lttravel.ge-ს საძიებო სისტემა გთავაზობთ. მისი დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ ერთიან კალენდარზე ნახოთ ავიაბილეთების ფასები მთელი თვის განმავლობაში. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, თუ თქვენი მოგზაურობის თარიღები ფიქსირებული არ არის და გსურთ, ფრენისთვის ყველაზე ბიუჯეტური დღე შეარჩიოთ.

როგორ მუშაობს?

უბრალოდ მიუთითეთ გამგზავრებისა და დანიშნულების ადგილი lttravel.ge-ს საძიებო ველში და აირჩიეთ „ფასების კალენდარი“. სისტემა ვიზუალურად გაჩვენებთ, თუ რომელ რიცხვებშია ავიაბილეთის ღირებულება ყველაზე დაბალი. ეს საშუალებას გაძლევთ, მარტივად და სწრაფად შეადაროთ ფასები და დაჯავშნოთ ბილეთი მაქსიმალური ეკონომიით.

ავიაბილეთების კალენდრი დაგეხმარებათ:

  • თანხის დაზოგვაში: აღმოაჩინეთ ყველაზე დაბალი ფასები და იმოგზაურეთ ბიუჯეტურად.
  • მოქნილობის შენარჩუნებაში: იპოვეთ იდეალური თარიღი, რომელიც საუკეთესოდ ერგება თქვენს გეგმებსა და ბიუჯეტს.
  • დროის ეკონომიაში: ათობით სხვადასხვა თარიღის სათითაოდ შემოწმების ნაცვლად, მიიღეთ სრული ინფორმაცია ერთ სივრცეში.
ავიაბილეთები

ჩვენს შესახებ

lttravel.ge არის მეტი, ვიდრე უბრალოდ ტურისტული სააგენტო - ჩვენ ვართ თქვენი სანდო პარტნიორები დაუვიწყარი მოგზაურობის დაგეგმვაში. ჩვენი მისიაა, თქვენი თავგადასავალი იყოს კომფორტული, უსაფრთხო და სავსე სასიამოვნო მოგონებებით.

ჩვენი სერვისები:

  • ავიაბილეთები: იპოვეთ და დაჯავშნეთ ავიაბილეთები მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ასობით ავიაკომპანიასთან, რათა შემოგთავაზოთ საუკეთესო ფასები.
  • სასტუმროს დაჯავშნა: ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ იპოვოთ და დაჯავშნოთ სასტუმრო, რომელიც სრულად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებსა და ბიუჯეტს.
  • ტურები: დაგეგმეთ საინტერესო ინდივიდუალური ან ჯგუფური ტურები.
  • სამოგზაურო დაზღვევა: ჩვენ ვზრუნავთ თქვენს სიმშვიდეზე და გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევის ფართო არჩევანს, რათა თავი დაცულად იგრძნოთ ნებისმიერ სიტუაციაში.

    ენდეთ ჩვენს გამოცდილებას და დაიწყეთ თქვენი საოცნებო მოგზაურობის დაგეგმვა ჩვენთან ერთად!

როგორ დაჯავშნოთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად?

შორეულ ქვეყნებში მოგზაურობა სულაც არ ნიშნავს დიდ ხარჯებს. მთავარია, იცოდეთ რამდენიმე მარტივი ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ, იაფი ავიაბილეთები შეიძინოთ და თქვენი ბიუჯეტი სხვა სასიამოვნო აქტივობებისთვის შემოინახოთ.

როგორ შევიძინოთ იაფი ავიაბილეთები?

    • იყავით ერთი ნაბიჯით წინ: რაც უფრო ადრე დაჯავშნით ავიაბილეთს (იდეალურ შემთხვევაში, 1.5-2 თვით ადრე), მით მეტს დაზოგავთ.
    • განიხილეთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები: თუ კომფორტზე მეტად ფასს ანიჭებთ უპირატესობას, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები საუკეთესო არჩევანია.
    • იმოგზაურეთ მსუბუქად: ჩასაბარებელი ბარგი დამატებით საფასურის გულისხმობს. თუ შესაძლებელია, შემოიფარგლეთ მხოლოდ ხელბარგით, რომელიც შედის ავიბილეთის საფასურში.
    • აირჩიეთ არასეზონური პერიოდი: მოგზაურობა არასეზონურ დროს (გაზაფხულზე ან შემოდგომაზე) გაცილებით იაფია, ვიდრე ზაფხულის თვეებსა და სადღესასწაულო პერიოდში.
    • იფრინეთ სამუშაო დღეებში: როგორც წესი, სამშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ფრენის ფასები უფრო დაბალია, ვიდრე შაბათ-კვირას.
    • დაჯავშნეთ ორმხრივი ავიაბილეთი: ერთი და იმავე ავიაკომპანიით მგზავრობისას, ორმხრივი ბილეთის ერთად შეძენა თითქმის ყოველთვის უფრო ეკონომიურია.
    • განიხილეთ ტრანზიტული რეისები: პირდაპირი ფრენის ნაცვლად, აირჩიეთ რეისი გადაჯდომით. მართალია, მგზავრობის დრო იზრდება, მაგრამ ხარჯი მნიშვნელოვნად მცირდება.
    • ისარგებლეთ სანდო საძიებო სისტემებით: გამოიყენეთ ისეთი პლატფორმები, როგორიც lttravel.ge-ა. ჩვენ ერთ სივრცეში ვაერთიანებთ ყველა ავიაკომპანიის შემოთავაზებას და გაძლევთ საშუალებას, მარტივად იპოვოთ საუკეთესო ვარიანტი.
ავიაბილეთები

ხშირად დასმული კითხვები

რა მჭირდება ავიაბილეთის ონლაინ შესაძენად?

arrow faq arrow faq

    ავიაბილეთის ონლაინ შესაძენად დაგჭირდებათ:

    • მოქმედი საზღვარგარეთის პასპორტი ან პირადობის მოწმობა
    • საბანკო ბარათი (ან სხვა გადახდის საშუალება)
    • მოქმედი ელ. ფოსტა და ტელეფონის ნომერი

როგორ მივიღებ ონლაინ შეძენილ ავიაბილეთს?

arrow faq arrow faq

გადახდის დასრულებისთანავე, თქვენი ელექტრონული ბილეთი ავტომატურად გაიგზავნება მითითებულ ელფოსტაზე.

შემიძლია ავიაბილეთის გაუქმება ან გადაცვლა?

arrow faq arrow faq

ავიაბილეთის გაუქმების ან გადაცვლის პირობები დამოკიდებულია ავიაკომპანიის წესებსა და ავიაბილეთის ტარიფზე. დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით დაჯავშნის პროცესში.

შემიძლია თუ არა ავიაბილეთში პირადი მონაცემების გასწორება?

arrow faq arrow faq

სახელში ან გვარში დაშვებული მცირე ორთოგრაფიული შეცდომის გასწორება, როგორც წესი, შესაძლებელია. თუმცა, მგზავრის სრულად შეცვლა დაუშვებელია. ნებისმიერი ცვლილებისთვის დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის ჯგუფს.

რატომ lttravel.ge? ჩვენ გთავაზობთ:

arrow faq arrow faq

    • სწრაფ და მარტივ დაჯავშნას: ჩვენი ვებგვერდი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულია.
    • საუკეთესო ფასების გარანტიას: ჩვენ განვიხილავთ ასობით ავიაკომპანიის შეთავაზებას, რათა თქვენთვის საუკეთესო ვიპოვოთ.
    • უსაფრთხო გადახდის სისტემას: თქვენი პირადი და ფინანსური მონაცემები სრულად დაცულია.
    • პროფესიონალურ მხარდაჭერას: ჩვენი გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ ნებისმიერ საკითხში და თქვენი მოგზაურობა სრულყოფილი გახადოს.

კონტაქტი

ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ:

ჩვენი მდებარეობა